გაიცანით EJOI 2026-ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი - გიორგი ციბაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი საქართველოს ეროვნულ სანაკრებო გუნდთან ერთად ლიტვაში, ქალაქ კაუნასში მიემგზავრება, სადაც 25 ქვეყნის უძლიერეს თანატოლებს შორის საქართველოს ღირსეულად წარდგენასა და უმაღლესი შედეგების ჩვენებას შეეცდება.

გიორგი ქალაქ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მისი ძლიერი ალგორითმული ბაზა ქუთაისის დაპროგრამების სკოლა "აიასოფტს" (Aiasoft) უკავშირდება, სადაც პროგრამირებას 12 წლის ასაკიდან ეუფლება. მიუხედავად პატარა ასაკისა, გიორგის ანგარიშზე უკვე არაერთი გამარჯვებაა:

  • 2024-2025 ს.წ. ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის I ადგილის მფლობელი (7-8 კლასებში)
  • 2025 წლის ინფორმატიკის ზამთრის ოლიმპიადის პირველი ხარისხის დიპლომი
  • 2026 წ. უკრაინის ღია ჩემპიონატის (UJGOI) ვერცხლის მედლის მფლობელი
  • 2026 წ. შუმენის (ბულგარეთი) საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელი
  • 2026 წლის ინფორმატიკის ახალგაზრდული ნაკრების წევრი

"EJOI 2026-ზე ჩემი მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან პირველად მიწევს საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლა და ჩემი ქვეყნის წარდგენა. ეროვნული ნაკრების წევრობა ჩემთვის არის ვალდებულება მთელი ქვეყნისა და გულშემატკივრების წინაშე. ძალიან გახარებული ვარ, გუნდი კარგად მოვემზადეთ და დიდი შემართებით ველოდები ასპარეზობას. ყოველდღიურად ვშრომობ, რათა გავიღრმაო ცოდნა, მივიღო დიდი გამოცდილება და დიდი იმედი მაქვს, მედლით დავბრუნდებით!"

წლების განმავლობაში საქართველომ EJOI-ზე უმნიშვნელოვანესი წარმატებები მოიპოვა და ევროპულ პლატფორმაზე თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა. ქვეყნის ისტორიული შედეგები ასე გამოიყურება:

  • საერთო ჯილდოები: 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 20 ბრინჯაო.
  • ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი - ნიკოლოზ ბირკაძე.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისტვის ინფომრატიკაში EJOI რეგისტრაცია წელს პირველად ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფაგლებში გამოცხადდა. ეროვნული და საერთაშორისო საოლიმპიადო გუნდების მომზადება და მხარდაჭერა ხორციელდება საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში. ჰაბი თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი მიზანი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი სისტემური გაძლიერება და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელით ღირსეული წარდგენაა.

ჰაბის პარტნიორები არიან: UN Women Georgia, EPAM Georgia, Lineate Georgia, Tech Association of Georgia, McDonald's Georgia, BLOX • ბლოქსი.

დავუჭიროთ მხარი და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ასპარეზზე!