"მეწარმე ქალების საქართველოდან" — მიკრობანკ "კრისტალის" კამპანია მეწარმე ქალების მხარდასაჭერად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ამბები მეწარმე ქალებზე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვან საქმიანობებს უძღვებიან და მათ მიერ წარმატებისკენ გავლილი გზა მიკრობანკ "კრისტალის" ახალი კამპანიის "მეწარმე ქალები საქართველოდან" შთაგონებად იქცა.
ვიდეორგოლები, რომლებიც "კრისტალის" გუნდმა მოამზადა, ამ ქალების მიზანდასახულობასა და გამბედაობას, დაუღალავ შრომასა და უწყვეტი პროგრესის სურვილს ასახავს — გვიამბობს, თუ როგორ იქცა მათი იდეები რეალობად, ტრადიციებისა და თანამედროვე ხედვების საინტერესო სინთეზად, წარმატებად, რომელიც არაერთი სხვა ქალისთვისაა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემი. რაც მთავარია, ეს ქალები კვლავაც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ეძებენ, პოტენციალის რეალიზებას აგრძელებენ, იზრდებიან და ვითარდებიან.
საგულისხმოა, რომ კამპანიაში მონაწილე მეწარმე ქალები სხვადასხვა დროს "კრისტალის" მომხმარებლები და ქალთა გაძლიერების პროგრამის "ბაზ საქართველოს" (Buzz Georgia) მონაწილეები იყვნენ. ქალთა სამეწარმეო, პიროვნული და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა "ბაზ ჯორჯია" (Buzz Georgia) 2020 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, პიროვნული, სამეწარმეო თუ ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგები 6500-მა ქალმა გაიარა, მათმა ნაწილმა კი საკონსულტაციო სერვისებითა და მენტორინგით ისარგებლა. შედეგად, ქალებმა მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები მიიღეს, საინტერესო გამოცდილებები გაიზიარეს, თავდაჯერება აიმაღლეს და ირწმუნეს, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა პატარა ნაბიჯებითაც იწყება.
"ბაზ ჯორჯიას" მონაწილეებთან ერთად, კამპანია იმ მეწარმეებსაც წარმოაჩენს, რომლებმაც წლების განმავლობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და პირველი მხარდაჭერა სწორედ "კრისტალისგან" დახმარებით მიიღეს. შესაბამისად, ვიდეორგოლებში მოყოლილი წარმატების ისტორიები იმ ძალისხმევასაც ასახავს, რომელიც "კრისტალის" გუნდს მეწარმე ქალების, მათი საქმიანობების განვითარებაში შეაქვს.
"ვამაყობთ, რომ მეწარმე ქალები — ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებლები თუ "ბაზ საქართველოს" მონაწილეები — მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე თავად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს სხვა ქალებისთვის, თავიანთი თემებისა და რეგიონებისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის. მათ მიერ შეტანილი წვლილი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი კამპანიაც ამ წვლილის დაფასება და წარმოჩენაა. ნამდვილ ამბებს ყველაზე დიდი ძალა აქვს. სწორედ ისინი ქმნიან საუკეთესო მოტივაციასა და გადამდებ მაგალითებს. გვჯერა, რომ ჩვენი კამპანიით, მასში გადმოცემული ისტორიებით, რომლებიც სირთულეების დაძლევაზე, შთამაგონებელ იდეებსა და გამბედავ ნაბიჯებზე გვიყვება, არა მარტო კონკრეტული მეწარმეების საქმიანობებს, არამედ ზოგადად ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს", - აღნიშნავენ კრისტალში.
ქალების, მათ შორის მეწარმეების, მხარდაჭერა დაარსების დღიდან "კრისტალის" ბიზნესსაქმიანობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიკრობანკის მომხმარებლების 60% ქალია, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოს რეგიონებში საქმიანობს. შესაბამისად, მეწარმე ქალები კომპანიისთვის მკაფიოდ გამოკვეთილი, სტრატეგიული სეგმენტია. ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მასშტაბის ბიზნესებს უძღვებიან, "კრისტალი" მრავალფეროვან, მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. საგულისხმოა, რომ მიკრობანკის მიდგომა და სტრატეგია ითვალისწინებს მეწარმე ქალთა მხარდაჭერას, რაც ტრენინგებსა და მენტორინგს, ღირებული პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, საჭირო კონტაქტების დამყარებას, პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობას გულისხმობს. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული "კრისტალის" მენეჯმენტიც.
"კრისტალი" წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას საქართველოში, რომელიც 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად ღირებული ინიციატივების განხორციელება დაიწყო. გასულ წელს "კრისტალს" გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპების ურყევი მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდოც გადასცა. მეწარმე ქალების ხელშეწყობაც ამ მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილია.
"კრისტალი" ქართულ საფინანსო ბაზარზე ოპერირების 28-წლიან ისტორიას ითვლის. გასულ წელს კომპანიამ მიკრობანკის ლიცენზია მიიღო და საქმიანობას ახალი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისებითა თუ პროდუქტებით განაგრძობს, ქმნის მეტ შესაძლებლობასა და მხარდამჭერ ინიციატივებს მომხმარებლებისთვის, მათ შორის მეწარმე ქალებისთვის.