როგორ ამზადებს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST) მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისთვის ინტერვიუ დოქტორ კარადოკ პიტერსთან - BIST-ის უნივერსიტეტისა და კარიერული განვითარების მრჩეველთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წამყვან უნივერსიტეტებში ჩარიცხვა იშვიათად არის ერთი წარმატებული გამოცდის ან ბოლო წელს მიღებული მაღალი შეფასებების შედეგი. გაცილებით ხშირად, ეს არის მრავალწლიანი, თანმიმდევრული განვითარების პროცესი, რომელიც იწყება ბევრად ადრე, ვიდრე მოსწავლე უნივერსიტეტში განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს.

სწორედ ამ პროცესის დაგეგმვას ეხმარება მოსწავლეებს დოქტორი კარადოკ პიტერსი, თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის (BIST) უნივერსიტეტისა და კარიერული განვითარების მრჩეველი. მას 27-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ხოლო პროფესიული კვალიფიკაცია მიღებული აქვს British Council-ში, Times Higher Education-ში, Columbia University-სა და Rice University-ში. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეები ჩაირიცხნენ მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში, მათ შორის Stanford, Columbia University, UC Berkeley, UCL, London School of Economics, Imperial College London, ასევე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში.

დოქტორი პიტერსი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონფერენციებში, თანამშრომლობს უნივერსიტეტების მიმღებ კომისიებთან და მუდმივად აკვირდება, როგორ იცვლება მისაღები მოთხოვნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, BIST-ის მოსწავლეები და მათი ოჯახები ერთ-ერთები პირველები იღებენ ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მომავალ განაცხადებზე გავლენას ახდენს.

ბოლო წლებში სკოლის კურსდამთავრებულებმა სწავლა გააგრძელეს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა UCL, King's College London, London School of Economics, University of Edinburgh, University of Michigan, Emory University, University of Southern California, Bocconi University და Delft University of Technology. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს წარმატება შემთხვევითი არ არის.

"ხშირად მშობლები ჩვენთან მაშინ მოდიან, როდესაც მათი შვილი უკვე მე-12 კლასშია და უნივერსიტეტზე სერიოზულად ფიქრს ახლა იწყებს. ეს გვიანი არ არის, მაგრამ სწორედ ამ დროს აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მზადების რამდენიმე წლით ადრე დაწყება."

მაღალი ამბიცია და სწორი არჩევანი

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლაში (BIST) მოსწავლეებს ყოველთვის უბიძგებენ, იფიქრონ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებზე. თუმცა კარიერული კონსულტაციის მიზანი მხოლოდ პრესტიჟული უნივერსიტეტის შერჩევა არ არის. მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის მოიძებნოს ისეთი უნივერსიტეტი, სადაც იგი საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.

"უნივერსიტეტების რეიტინგები ნამდვილად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ისინი გვიჩვენებს კვლევით პოტენციალს, დამსაქმებლების შეფასებასა და კურსდამთავრებულთა შედეგებს. მაგრამ რეიტინგი ვერ გეტყვით, შეძლებს თუ არა კონკრეტული სტუდენტი ამ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ ოჯახს დავეხმაროთ ისეთი უნივერსიტეტის არჩევაში, სადაც სტუდენტი საკუთარ საუკეთესო შედეგს მიაღწევს."

მხოლოდ მაღალი ნიშნები საკმარისი აღარ არის

წლების განმავლობაში უნივერსიტეტში მიღების მთავარი საზომი მაღალი აკადემიური მოსწრება იყო. დღეს ეს კვლავ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა უკვე აღარ არის საკმარისი.

BIST-ის მოსწავლეები სწავლობენ კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამით და აბარებენ IGCSE-სა და A-Level-ის გამოცდებს, რომელთა შედეგებიც საერთაშორისო სტანდარტებით ფასდება. შესაბამისად, ისინი კონკურენციაში არიან არა მხოლოდ თანატოლებთან საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აბიტურიენტებთან.

როგორც დოქტორი პიტერსი განმარტავს, უნივერსიტეტები აპლიკაციას მთლიანობაში აფასებენ

"მაღალი აკადემიური შედეგები აუცილებელია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. უნივერსიტეტები მხოლოდ ნიშნებს არ აფასებენ - ისინი აფასებენ ადამიანს. აკადემიური მიღწევები აჩვენებს, რომ სტუდენტს სწავლა შეუძლია, ხოლო მისი პირადი პროფილი პასუხობს კითხვას - ვინ არის ის სინამდვილეში. ხშირად მე-12 კლასში მოსწავლეები შესანიშნავი ნიშნებით მოდიან, თუმცა მათი პირადი პროფილი ჯერ კიდევ არასაკმარისად განვითარებულია."

პირადი პროფილი მოიცავს მოსწავლის ინტერესებს, დამოუკიდებელ პროექტებს, კვლევით გამოცდილებას, საზოგადოებრივ აქტივობას, მოხალისეობრივ საქმიანობასა და იმ გამოცდილებას, რომელიც აჩვენებს, როგორ ვითარდებოდა მოსწავლე რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ასეთი თანმიმდევრულობა განასხვავებს ძლიერ განაცხადს საშუალოსგან.

რას ეძებენ დღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები?

თანამედროვე უნივერსიტეტებში მიღების პროცესი ერთიანი სტანდარტით აღარ განისაზღვრება. თითოეულ ქვეყანას, ხშირად კი თითოეულ უნივერსიტეტსაც, საკუთარი პრიორიტეტები აქვს. სწორედ ამიტომ, წარმატებული განაცხადის მომზადება მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების საკითხი აღარ არის, ის კონკრეტული უნივერსიტეტის მოთხოვნების სწორად გააზრებასა და მიზანმიმართულ მზადებასაც გულისხმობს.

დოქტორ კარადოკ პიტერსის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები კანდიდატებს განსხვავებული კრიტერიუმებით აფასებენ.

დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აკადემიურ სიღრმეს, საგნობრივ ინტერესებს, ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობას, დამოუკიდებელ კვლევასა და იმ გამოცდილებას, რომელიც არჩეულ სპეციალობასთან პირდაპირ კავშირშია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შეფასების სისტემა უფრო ფართოა. აქ უნივერსიტეტები ეძებენ ლიდერებს - ახალგაზრდებს, რომლებმაც შეძლეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დაეტოვებინათ, ეხელმძღვანელათ პროექტებისთვის, განეხორციელებინათ დამოუკიდებელი კვლევა ან რეალური გავლენა მოეხდინათ საკუთარ გარემოზე.

ევროპის მრავალი უნივერსიტეტისთვის გადამწყვეტია ძლიერი აკადემიური შედეგები, მკაფიო მოტივაცია და პროფესიული მიზნების თანმიმდევრული წარმოდგენა.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტები კი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რეალურ უნარებსა და პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც სტუდენტს სწავლასა და მომავალ კარიერაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

დოქტორი პიტერსი კიდევ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას გამოყოფს - Extracurricular და Supercurricular აქტივობებს შორის.

მისი განმარტებით, Extracurricular მოიცავს კლასგარეშე საქმიანობას - სპორტს, მუსიკას, კლუბებსა და სხვა აქტივობებს, რომლებიც მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

Supercurricular კი გაცილებით ღრმა კონცეფციაა. ის გულისხმობს იმ ინტელექტუალურ საქმიანობას, რომელიც სასწავლო პროგრამას სცილდება: დამატებითი ლიტერატურის კითხვას, დამოუკიდებელ კვლევას, სამეცნიერო პროექტებს, აკადემიურ დისკუსიებსა და კონკრეტული სფეროსადმი ავთენტურ ინტერესს.

"ყველაზე კონკურენტულ უნივერსიტეტებში სწორედ ასეთი სიღრმე განასხვავებს ძლიერ განაცხადს საშუალოსგან," - აღნიშნავს დოქტორი პიტერსი.

როგორ ქმნის BIST კონკურენტულ უპირატესობას?

უნივერსიტეტებისთვის მიმზიდველი განაცხადი ერთ ან ორ წელიწადში არ იქმნება. ის მრავალწლიანი განვითარების შედეგია, რის გამოც BIST განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და გაღრმავებაში ეხმარება.

სწორედ ამ მიზნით სკოლაში ხორციელდება არაერთი საერთაშორისო პროგრამა და პროექტი. მოსწავლეები მონაწილეობენ TEDx-ის ლიცენზირებულ კონფერენციებში, დამოუკიდებელი კვლევების Research Symposium-ში, STEM Fair-ში, Model UK Parliament-ში, ასევე Disney-სა და Broadway-ის ლიცენზირებულ თეატრალურ დადგმებსა და მრავალ სხვა პროექტში.

ეს მხოლოდ კლასგარეშე აქტივობები არ არის. თითოეული მათგანი ავითარებს იმ უნარებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ - კრიტიკულ აზროვნებას, ლიდერობას, კვლევის უნარს, საჯარო გამოსვლას, გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობასა და პრობლემების გადაჭრის უნარს.

როგორც დოქტორი პიტერსი ამბობს:

"უნივერსიტეტებს მხოლოდ თქვენი ნიშნები არ აინტერესებთ. მათ სურთ დაინახონ, როგორ განვითარდით, რა გამოცდილებამ შეგცვალათ და რას სწავლობდით საკუთარი ინტერესით. აქტივობების ჩამონათვალი საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია, თითოეულ გამოცდილებას რეალური გავლენა ჰქონდეს თქვენს პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე."

როდესაც უნივერსიტეტები თავად მოდიან სკოლაში

წელიწადში ორჯერ BIST მასპინძლობს უნივერსიტეტების გამოფენას, რომელშიც მსოფლიოს დაახლოებით 40 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მიმღები კომისიების წევრები მონაწილეობენ.

ასეთი შეხვედრები მოსწავლეებსა და მშობლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პირადად გაესაუბრონ იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში მათ განაცხადებს განიხილავენ, დასვან კითხვები და უშუალოდ გაიგონ, რას ელიან უნივერსიტეტები კანდიდატებისგან.

დოქტორ პიტერსის შეფასებით, ხშირად სწორედ ერთი ასეთი შეხვედრა ცვლის მოსწავლის წარმოდგენას საკუთარ მომავალზე.

"ამ მომენტიდან უნივერსიტეტები მხოლოდ რეიტინგების ცხრილში ჩამოთვლილი სახელები აღარ არის. ისინი რეალურ ადამიანებად, რეალურ აკადემიურ გარემოდ და კონკრეტულ შესაძლებლობებად იქცევა. ხშირად სწორედ ეს ცვლის მოსწავლის არჩევანს."

მხარდაჭერა განაცხადიდან უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე

უნივერსიტეტში განაცხადის მომზადება მხოლოდ ესეების დაწერა არ არის. მე-12 კლასიდან კარიერული კონსულტაციის გუნდი თითოეულ ოჯახს ეხმარება უნივერსიტეტის შერჩევაში, Personal Statement-ის მომზადებაში, სარეკომენდაციო წერილების დაგეგმვაში, სტიპენდიების მოძიებაში, მისაღები გამოცდების ორგანიზებაში, ინგლისური ენის ტესტების დაგეგმვაში, ადმინისტრაციული პროცედურების მართვაში.

დოქტორი პიტერსი აღნიშნავს, რომ ბევრი ოჯახი სწორედ ადმინისტრაციულ ვადებსა და ტექნიკურ დეტალებს ვერ აფასებს სათანადოდ, მაშინ როდესაც ერთი გამორჩენილი დოკუმენტიც კი შესაძლოა უნივერსიტეტში მიღებაზე უარყოფითად აისახოს.

წარმატებისთვის მზადება დღეს იწყება

წამყვან უნივერსიტეტებში ჩარიცხული მოსწავლეების საერთო მახასიათებელი ერთია - მათ მზადება სხვებზე ადრე დაიწყეს.

BIST-ში ეს პროცესი იწყება საშუალო საფეხურის პირველივე წლებში: ყალიბდება ძლიერი აკადემიური საფუძველი, თანდათან იქმნება მრავალმხრივი პირადი პროფილი და მთელი პროცესის განმავლობაში მოსწავლეებს პროფესიონალური კარიერული კონსულტაცია უწევთ. შედეგად, როდესაც უნივერსიტეტში განაცხადის შევსების დრო დგება, მთავარი სამუშაო უკვე შესრულებულია. დარჩენილია მხოლოდ ერთი კითხვა - რომელი წამყვანი უნივერსიტეტია სწორედ ამ მოსწავლისთვის საუკეთესო არჩევანი.