Bloom Bagebi – პრემიუმ კლასის საოჯახო საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც არქიტექტურა და ბუნება ერთიანდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართს, არამედ ისეთ გარემოს, რომელიც კომფორტს, უსაფრთხოებასა და ცხოვრების მაღალ ხარისხს აერთიანებს. სწორედ ამ მოთხოვნაზე პასუხობს Bloom Bagebi – Highrise Group-ის პრემიუმ საცხოვრებელი პროექტი, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა.
პროექტი გამოირჩევა დაბალი განაშენიანებით, გამორჩეული არქიტექტურული კონცეფციით, რეკრეაციული სივრცეებითა და ოჯახზე ორიენტირებული გარემოთი. ამასთან, Bloom Bagebi ნათლად ასახავს იმ სტანდარტსა და მიდგომას, რომელსაც Highrise Group საკუთარ პროექტებში ამკვიდრებს.

მრავალსართულიანი განაშენიანების ალტერნატივა – ბუტიკური საცხოვრებელი გარემო თბილისში
Bloom Bagebi დეველოპერული კომპანია Highrise Group-ის პროექტია, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს. პროექტი აერთიანებს ქალაქის ცენტრალურ უბნებთან მარტივ კავშირსა და რეკრეაციულ სივრცეებთან სიახლოვეს – კომპლექსთან ახლოსაა კუს ტბა, ვაკის პარკი და სხვა გამწვანებული ზონები. კომპლექსიდან მარტივად შესაძლებელია თბილისის ცენტრალურ უბნებთან დაკავშირება, ხელმისაწვდომია მუნიციპალური ტრანსპორტიც. დამატებითი უპირატესობაა კუს ტბისა და ვაკის პარკის სიახლოვე, რაც მცხოვრებლებს რეკრეაციულ სივრცეებთან მუდმივ წვდომას აძლევს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რაც პროექტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახებისთვის.
პროექტი პრემიუმ კლასის, დაბალი განაშენიანების მქონე საოჯახო ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც მცხოვრებლებს ქალაქის სიახლოვეს მშვიდ, კომფორტულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს.
კომპლექსი 77 აპარტამენტს აერთიანებს და გათვლილია მათთვის, ვინც ურბანულ ცხოვრებასა და ბუნებრივ გარემოს შორის ბალანსს ეძებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 2 500 კვადრატული მეტრი გამწვანებული სივრცეა, რომელიც რეკრეაციისა და დასვენების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
Bloom Bagebi-ს ინფრასტრუქტური ნაწილია სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც გთვლილია ყველა მცხოვრებსა და მათ სტუმრებზე. ასევე ინფრასტრუქტურა მოიცავს საბავშვო მოედანს, დახურულ სპორტდარბაზს, 24/7 დაცვის სისტემასა და კონსიერჟის მომსახურებას. პროექტში გამოყენებულია თანამედროვე სამშენებლო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, მათ შორის Otis-ის ლიფტები, HPL პანელები და ჭკვიანი საკეტების სისტემა. მცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Bene Comfort-ის მომსახურებაც, რომელიც დასუფთავების, მებაღისა და ტექნიკური მხარდაჭერის სერვისებს აერთიანებს.
პროექტით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ იმის შესაძლებლობაც, რომ ახლო მომავალში მიიღონ საცხოვრებელი სივრცე უკვე ჩამოყალიბებულ და დასრულებულ გარემოში.

Highrise Group – ხარისხსა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ხედვა
კომპანიის ხედვა მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას არ მოიცავს. Highrise Group განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროექტების ხარისხს, თანამედროვე არქიტექტურულ მიდგომებსა და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მცხოვრებლების ყოველდღიურ საჭიროებებს სრულად პასუხობს.
ამ მიდგომის ნათელი მაგალითია სწორედ Bloom Bagebi – პროექტი, სადაც დაბალი განაშენიანება, რეკრეაციული სივრცეები, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა ერთიან კონცეფციად არის გაერთიანებული. შედეგად, კომპლექსი არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართს, არამედ ცხოვრების განსხვავებულ სტანდარტს სთავაზობს მომავალ მცხოვრებლებს.
დღეს, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ცხოვრების ხარისხს, Bloom Bagebi ცდილობს, პრემიუმ საცხოვრებელი გარემოს შესახებ წარმოდგენას ახალი შინაარსი შესძინოს და აჩვენოს, რომ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი შეიძლება ერთდროულად იყოს კომფორტული, უსაფრთხო, ფუნქციური და ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული.

მათთვის, ვინც ეძებს დაბალგანაშენიანებულ, პრემიუმ საცხოვრებელ გარემოს ბუნებასთან ახლოს, დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
კომპანიის საკონტაქტო ნომერი: +995 598 66 44 00 / *2299