"რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" - ლიკუნა ჩაჩიბაიას, ქართველი პარასპორტსმენის ისტორია საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლიკუნა ჩაჩიბაიასთვის ოქროს მედალი მხოლოდ სპორტული შედეგი არ არის. ის იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც 16 წლის ასაკში მოულოდნელად შეიცვალა. დღეს კი ლიკუნა პარატაეკვანდოისტია, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და სპორტსმენი, რომლის მთავარი მიზანიც საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და სხვებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2026 წლის ივნისში, ნიურნბერგში გამართულ პრეზიდენტის თასზე მოპოვებული ოქროს მედალია. ლიკუნამ -47 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
თუმცა, ლიკუნას ისტორია მხოლოდ ამ გამარჯვებით არ იწყება და არც ერთი მედლით სრულდება. მისი მთავარი გამარჯვება შესაძლოა სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომლითაც ის საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს უყურებს.
მისი მიზანია, ადამიანებს დაანახოს, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზანს - შრომით, მიზანდასახულობით, არ გაჩერებით. მთავარია, ამ პროცესში მათ არ დამალონ საკუთარი თავი და არ მიაქციონ ყურადღება სხვებს.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ პარალიმპიელი ჩემპიონების წარმატების ისტორიაზე?
ქართველი პარასპორტსმენები ჩემპიონები არიან. თუმცა, მათი შესაძლებლობები მხოლოდ სპორტული ასპარეზით არ შემოიფარგლება. ისინი მუდმივი მოძრაობის, არ გაჩერებისა და მოტივაციის ნათელ მაგალითებად გვევლინებიან.
თუმცა, მათ მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატების, მოგებული მედლებისა და დამყარებული მსოფლიო რეკორდების მიუხედავად, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?"
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
ლიკუნა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის.
ჩემპიონები უკვე მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?